0
მენიუ
banner banner

IT-ის კურსდამთავრებულების შთაბეჭდილება

IT-ის კურსდამთავრებულების შთაბეჭდილება

სმარტ აკადემიის კურსების 5 მიმართულებიდან ერთ-ერთს - ინფორმაციული ტექონოლოგიები წარმოადგენს. გიზიარებთ აღნიშნული მიმართულების სხვადასხვა კურსის სტუდენტების შთაბეჭდილებას.

გიორგი ლობჟანიძე - React JS/Native დეველოპმენტი

კურსის მეშვეობით შევიძინე ცოდნა იმ სფეროში, რომელიც ერთ-ერთი მოთხოვნადია მსოფლიოში და რომელმაც მომცა შესაძლებლობა, სხვა, უფრო ფართო არეალზე მოვახდინო ჩემი პოტენციალის რეალიზება.

ზოგადად, პროგრამირება არის მომავალი, რომელშიც უკვე ვცხოვრობთ. მჯერა, რომ აღნიშნული პროფესია სერიოზულ გარდატეხას მოახდენს კაცობრიობისათვის და მსურს, შეძლებისდაგვარად, ჩემი წვლილი შევიტანო ამ პროცესში. გარდა ამისა, ეს პროფესია ჩემთვის ძალიან საინტერესოა.

დარეგისტრირდი React JS/Native დეველოპმენტის კურსზე.

სოფიო სტურუა - ტესტირების ავტომატიზაციის საფუძვლები

კურსის განმავლობაში ვისწავლე ყველაფერი, რაც სილაბუსით იყო გათვალისწინებული. მივიღე ბაზისური ცოდნა კოდის შესახებ, რაც ჩემთვის აქამდე პარალელურ სამყაროსთან ასოცირდებოდა. განვივითარე შრომისმოყვარეობის უნარი, დავიწყე მეტად მუშაობა საკუთარ თავზე და ვისწავლე ინფორმაციის სწორად მოძიება, რაც ვფიქრობ, ამ პროფესიის განუყოფელი ნაწილია.

კურსის გავლის შემდეგ აქტიურად დავიწყე ამ პროფესიის სიღრმისეულად შესწავლა, სხვადასხვა პლატფორმების დახმარებით. უკვე გამაჩნია ცოდნა, მივხვდე რა ინფორმაცია არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რა განხრით მჭირდება დამატებით განვითარება და ა.შ.

დარეგისტრირდი ტესტირების ავტომატიზაციის საფუძვლების კურსზე.

მირიან მაღლაკელიძე - iOS აპლიკაციების დეველოპმენტი

კურსის განმავლობაში გავიაზრე თუ რა არის ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება, შევისწავლე აპლიკაციებთან მუშაობის მეთოდიკა და მისი მრავალფეროვნება. გამოვიმუშავე ლოგიკური აზროვნებისა და პროგრამირებასთან დაკავშირებული პრობლემების ოპტიმალური გადაწყვეტის უნარი, რაც ამ სფეროში თავის დამკვიდრებაში დამეხმარება.

სმარტ აკადემიამ, პირველ რიგში მომცა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა. ასევე, უფრო დიდი მოტივაცია და შანსი განვითარებისათვის. სმარტ აკადემია დაკომპლექტებულია ნამდვილი პროფესიონალებით, რომლებიც ზრუნავენ სტუდენტის განათლებასა და განვითარებაზე, არა მხოლოდ კურსის ფარგლებში, არამედ მისი დასრულების შემდეგაც. აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება გარანტია იმისა, რომ შევძლებ პროგრამირების სფეროში თავის დამკვიდრებას.

დარეგისტრირდი iOS აპლიკაციების დეველოპმენტის კურსზე.

ანა უშვერიძე - Python basic 

Python-თან გარკვეული შეხება აქამდეც მქონდა, თუმცა კურსის მსვლელობისას ყველაფერს უფრო სერიოზულად შევხედე. ზოგადად რომ ვთქვა, გავეცანი ყველა ბაზისს, რაც დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ გამომადგება. გამიძლიერდა ლოგიკურად ფიქრის უნარი, გავხდი უფრო გამბედავი, ვისწავლე დროის ფასი და კიდევ ბევრი რამ, რაც ახლაც მეხმარება, თუნდაც სკოლაში და დამეხმარება მომავალში, უნივერსიტეტსა და სამსახურში.

რაც შეეხება კურსის ლექტორს, მიშა ქანთარია ძალიან მცოდნე პედაგოგია. მან ნებისმიერი ასაკის ადამიანთან იცის ურთიერთობა და გამორიცხულია ვერ გაუგო. პროფესიონალიზმის შემდეგ, მასში ყველაზე მეტად იუმორის გრძნობას ვაფასებ, რამაც კურსს მეტი მხიარულება შესძინა.

დარეგისტრირდი PYTHON BASIC-ის კურსზე.

IT მიმართულების კურსების სრული ჩამონათვალის სანახავად ეწვიე ბმულს.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები