დიზაინის კურსდამთავრებულების შთაბეჭდილება
სმარტ აკადემიის კურსების 5 ძირითადი მიმართულებიდან ერთ-ერთს - დიზაინი წარმოადგენს. გიზიარებთ აღნიშნული მიმართულების სხვადასხვა კურსის სტუდენტების შთაბეჭდილებას.
ალექსი მესხორაძე - 3D გრაფიკა - Blender

ჩემი მიზანი იყო 3D სფეროს, კონკრეტულად კი ბლენდერის საწყისების შესწავლა, რათა საძირკველი ჩამეყარა იმ ცოდნისთვის, რასაც ამ სფეროში მივიღებდი.
კურსის განმავლობაში ვისწავლე არა მარტო BLENDER-ის ხელსაწყოების გამოყენება, არამედ ის, თუ როგორ ვიაზროვნო ამ მიმართულებით და როგორ ვიპოვო პრობლემის გადაჭრის გზები, როდესაც მას შევეჩეხები. ასევე, მივხვდი, რომ პატარა დეტალებსაც დიდი ყურადღება უნდა დავუთმო, რათა მათ მომავალში დიდი პრობლემები არ გამოიწვიონ.
კურსის გავლის შემდეგ აუცილებლად გავაგრძელებ ამ მიმართულებით სწავლას და კიდევ უფრო განვვითარდები. ასევე ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ამ პროფესიით დასაქმებასაც შევძლებ. რაც წინსვლაში კიდევ უფრო დამეხმარება.
დარეგისტრირდი 3D გრაფიკა - BLENDER-ის კურსზე.
ქეთი ქურციკაშვილი - ADOBE ILLUSTRATOR

კურსის განმავლობაში ყოველი ლექციის შემდეგ ვხედავდი შედეგს. ვისწავლე ყველა ის საჭირო მოქმედება, რაც პროგრამის სწორად გამოყენებაში დამეხმარება. მივხვდი, რომ რთული არაფერია, თუ თანმიმდევრულად მიყვები იმას, რისი ცოდნაც საჭიროა.
კურსის დასრულების შემდეგ რაც აქამდე შეუძლებელი მეგონა, ჩემთვის შესაძლებელი გახდა. გამიუმჯობესდა ხედვა და გავხდი დეტალებზე მეტად დაკვირვებული. კურსმა დიდი ნაბიჯი გადამადგმევინა დამოუკიდებლად მუშაობისაკენ. როდესაც იცი, რა როგორ გააკეთო, ფიქრობ საზღვრების გარეშე და არ გგონია, რომ რაღაც ვერ გამოგივა.
სმარტ აკადემიამ დამანახა რას ნიშნავს, როდესაც პროფესიონალი ადამიანების ხელში ხვდები და რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის შენი განვითარება. ჩემთვის სასიამოვნო იყო მათი მხრიდან ეს დამოკიდებულება, მათი ჩართულობა კი კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მაძლევდა სწავლის პროცესში. დარწმუნებული ვარ სმარტ აკადემიაში მიღებული ცოდნა ნაბიჯს გადამადგმევინებს წარმატებისკენ.
დარეგისტრირდი ADOBE ILLUSTRATOR-ის კურსზე.
დავით კოხრეიძე - UX/UI დიზაინი

ჩემი მიზანი იყო მოკლე დროში საბაზისო ცოდნის შექმნა შემდეგი განვითარებისთვის. კურსის განმავლობაში კი ვისწავლე ყველა ის ძირითადი ეტაპი, რაც დიზაინერმა უნდა გაიაროს ციფრული პროდუქტის შექმნის დროს. განვივითარე უნარები დიზაინს ხელსაწყოში, რაც დიზაინის აწყობის პროცესში საკმაოდ მეხმარება.
კურსის გავლის შემდეგ გავაგრძელე საკუთარ თავთან მუშაობა, დავხვეწე უნარები და დავიწყე მზადება ამ სფეროში დასაქმებისთვის.
დარეგისტრირდი UX/UI დიზაინის კურსზე.
ნათია დავლიანიძე - გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინის კურსის განმავლობაში ვისწავლე, როგორ ვიყო დეტალებზე ორიენტირებული. ვგრძნობდი, რომ ყოველდღე ვვითარდებოდი და ჩემი ნამუშევრებიც უფრო დახვეწილი ხდებოდა. კურსის დახმარებით შევიძინე ამ სფეროში მუშაობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, კურსით წარმატებით დასრულების შემდეგ კი, დავიწყე სტაჟირება კომპანია Citrus.ge-ში, სადაც მიღებულ ცოდნას, პრაქტიკაში ვიყენებ.
რაც შეეხება სმარტ აკადემიას, ეს არის ადგილი, სადაც საუკეთესო ლექტორებთან ერთად, ძალიან კარგ და ყურადღებიან გუნდს შეხვდებით.
დარეგისტრირდი გრაფიკული დიზაინის კურსზე.
დიზაინის მიმართულების კურსების სრული ჩამონათვალის სანახავად ეწვიე ბმულს.