0
მენიუ
banner banner

დიზაინის მიმართულების 5 კურსი, რომელიც მოთხოვნადი პროფესიის დაუფლებაში დაგეხმარება

დიზაინის მიმართულების 5 კურსი, რომელიც მოთხოვნადი პროფესიის დაუფლებაში დაგეხმარება
“დიზაინი ქმნის კულტურას, კულტურა აყალიბებს ღირებულებებს. ღირებულებები განსაზღვრავენ მომავალს.” 

კანადელი გრაფიკული დიზაინერის, რობერტ პიტერსის ეს სიტყვები კარგად გადმოსცემს იმ გავლენას, რომელიც დიზაინს სამყაროზე გააჩნია. სმარტ აკადემიაში ამ უმნიშვნელოვანეს სფეროსთან დაკავშირებული სხვადასხვა პროფესიის შესწავლაა შესაძლებელი. დღეს სწორედ მათ შესახებ გიამბობთ.

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი გარკვეული იდეების ან შეტყობინებების ობიექტამდე ვიზუალურად მიწოდების საშუალებას წარმოადგენს. ის მწარმოებელს მომხმარებელთან დაკავშირებაში ეხმარება. მისი მეშვეობით შესაძლებელია გადმოცემულ იქნეს პროექტის, ღონისძიების, კამპანიისა თუ პროდუქტის გზავნილი. 

შრომით ბაზარზე, გრაფიკოს დიზაინერებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, ვინაიდან, მომსახურება, რომელსაც ხსენებული პროფესიის წარმომადგენელი დამსაქმებელს სთავაზობს, პრაქტიკულად, ყველგან შეიძლება იქნეს გამოყენებული.

სმარტ აკადემიაში გრაფიკული დიზაინის სწავლება მრავალი წელია მიმდინარეობს. მისი გავლის შემთხვევაში, შენ შესაძლებლობა გექნება კურსის ფარგლებში შეისწავლო ისეთი რედაქტორების გამოყენება, როგორებიცაა  Adobe Photoshop და Adobe Illustrator. ასევე, გაეცნობი დიზაინის ძირითად პრინციპებსა და კონცეფციებს, რაც შენამდე თანმიმდევრულად იქნება მოწოდებული, რათა გაგიმარტივდეს ახალი დისციპლინის შესწავლის პროცესი.

დარეგისტრირდი გრაფიკული დიზაინის კურსზე.

ADOBE ILLUSTRATOR

Adobe Illustrator მოქნილი პროგრამაა, რომელიც ვექტორული გრაფიკის ფოტოების შექმნისა და რედაქტირების საშუალებას გაძლევს, თანაც მაღალი ხარისხის შედეგით. ის იდეალურადაა მორგებული გრაფიკულ დიზაინერებზე, რის გამოც, Adobe Illustrator ილუსტრატორთათვის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად რედაქტორთა რიცხვს განეკუთვნება.

სმარტ აკადემიაში Adobe Illustrator-ის შესწავლა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე შეგიძლია. კურსის დასრულების შემდეგ კი შენ Adobe Photoshop-ის, Adobe Illustrator-ისა და Adobe InDesign პროგრამების საფუძვლების ცოდნასთან ერთად, შეგეძლება სხვადასხვა სირთულის დიზაინ პროექტებზე მუშაობა და გამართული დიზაინის შექმნა.

დარეგისტრირდი Adobe Illustrator-ის კურსზე.

2D ანიმაცია - ADOBE AFTER EFFECTS

თანამედროვე სამყაროში მოუშენ დიზაინერის პროფესია სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის არა მხოლოდ იმ დამწყებთათვისაა მიმზიდველი, რომელთაც ახალი პროფესიის ათვისება სურთ, არამედ უკვე გამოცდილი გრაფიკოსი დიზაინერებისა თუ ილუსტრატორებისთვისაც. მიზეზი მარტივია, დიზაინის სფეროში მოღვაწე ადამიანები ნათლად ხედავენ თავიანთი ნამუშევრის ანიმაციაში გადატანის მნიშვნელობას. მოუშენ და გრაფიკული დიზაინის სამყაროს წარმომადგენლები შესაძლოა განხილულ იყვნენ როგორც ერთი დიდი საზოგადოება, ხოლო ამ ორი პროფესიის ერთდროულად ფლობა, როგორც ერთი დიდი შესაძლებლობა. 

სმარტ აკადემიის კურსი - “2D ანიმაცია - ADOBE AFTER EFFECTS” მოგცემს შესაძლებლობას, ფეხი შეაბიჯო მოუშენ დიზაინის სფეროში. კურსის მეშვეობით, სხვა საინტერესო საკითხებთან ერთად, გაეცნობი ანიმაციის ძირითად პრინციპებსა და ანიმირების ტექნიკებს. საბოლოოდ კი, შეძლებ 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვასა და ანიმირებას.

დარეგისტრირდი 2D ანიმაცია - ADOBE AFTER EFFECTS-ის კურსზე.

3D გრაფიკა - BLENDER

Blender უფასო სამგანზომილებიანი რედაქტორია, რომელსაც სრული სამგანზომილებიანი ფუნქციონალის მხარდაჭერა გააჩნია. ეს ყოველივე გულისხმობს, რომ მისი საშუალებით, არტისტს შეუძლია ანიმაცია, სიმულაცია, მოდელირება, ძერწვა, რენდერინგი და სხვა.

3D გრაფიკა - BLENDER-ის კურსის მეშვეობით, შენ შეძლებ Blender-ის სამგანზომილებიანი რედაქტორის მეშვეობით ობიექტებისა და სცენა-ვიზუალიზაციების აწყობას, ტექსტურირებას და შემდგომ, მათ ციფრულ პროდუქტად გადაქცევას.

დარეგისტრირდი 3D გრაფიკა - Blender-ის კურსზე.

UX/UI დიზაინი

UX/UI დიზაინი ორ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს:

  • UX დიზაინი - განსაზღვრავს მომხმარებლის ურთიერთქმედებას აპლიკაციებსა და ვებგვერდებთან.
  • UI დიზაინი - შეეხება უშუალოდ აპლიკაციისა თუ ვებგვერდის გრაფიკულ განლაგებას.

UX/UI დიზაინერი, სწორედ ამ ორი კომპონენტის იდეალური სინთეზით აღწევს მომხმარებელზე მორგებული, ტექნიკურად ზუსტად შესრულებული დიზაინის შექმნას. 

UX/UI დიზაინის კურსის მთავარ მიზანს ზემოხსენებული საკითხებს სტუდენტებამდე მიწოდება წარმოადგენს. კურსის განმავლობაში შენ შეისწავლი ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც საშუალებას მოგცემს დამოუკიდებლად ააწყო ვებ და მობაილ აპლიკაციების დიზაინი.

დარეგისტრირდი UX/UI დიზაინის კურსზე.

შესაბამისად, თუ დიზაინის სფერო გიტაცებს და საკუთარი საქმიანობის მასთან დაკავშირებას გეგმავ, ისღა დაგრჩენია შენთვის სასურველი კურსი აირჩიო და ხსენებული გეგმის განხორციელებას შეუდგე.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები