0
მენიუ
banner banner

მსოფლიოს 10 ყველაზე ცნობილი პორტრეტ ფოტოგრაფი

მსოფლიოს 10 ყველაზე ცნობილი პორტრეტ ფოტოგრაფი

პორტრეტი განსაკუთრებულია თავისი შინააარსით, მასში ადამიანის ხასიათია გადმოცემული ყოველი შელამაზების გარეშე, ის ადამიანის სახის უკვდავყოფას ემსახურება. პორტრეტის ყურებისას გეუფლება განცდა, თითქოს იმ ადამიანს იცნობ ისე როგორც საკუთარ თავს. მას უდიდესი ძალა აქვს, რადგან მასში აღბეჭდილი ყველა განცდა და ემოცია ხორცს ისხამს და მნახველზე გადადის.

პორტრეტის უსაზღვრო ძალის მაჩვენებელია ყველა ის ფოტოკადრი რომელიც წარმოდგენილი გვაქვს სტატიაში. 

ამ საუკეთესო ფოტოგრაფებმა გადაიღეს თავიანთი პორტრეტები მთელს მსოფლიოში სტუდიის და სხვა დამხმარე ატრიბუტიკის გარეშე. სწორედ ამიტომ, პორტრეტული ფოტოგრაფია მეტად რეალური, ემოციური, გულწრფელი და ხელშესახებია. ამ ფოტოებზე აღბეჭდილი ადამიანები მსოფლიოს პატარა ტომების წარმომადგენლები არიან.


1. Steve McCurry

სტივ მაკკური

სტივ მაკკარი ცნობილია თავისი ფოტოთი "ავღანელი გოგონა", რომელიც გადაღებულია ლტოლვილთა ბანაკში, ფეშავარში, პაკისტანში. ეს ფოტო დასახელდა National Geographic-ის ყველაზე ცნობილ ფოტოდ



2. Lee Jeffries

ლი ჯეფრისი

მისი უსახლკარო ადამიანების შავ-თეთრი პორტრეტების კოლექცია უნიკალური და განსაცვიფრებელია. მის ფოტოებში ასახულია იმედის ნაპერწკალი სუბიექტების თვალებში. ეს ყოველივე მნახველში განცვიფრებას იწვევს.







3. Jimmy Nelsson

ჯიმი ნელსონი ცნობილია ტომობრივი და ძირძველი ხალხის პორტრეტებით, მას თავისი პორტრეტები გადაღებული აქვს 16-ზე მეტ ქვეყანაში. მისი ფოტოები ზღაპრის გაცოცხლებას ჰგავს.




4. Rehahn

რეჰანი განსაკუთრებულად ორიენტირებულია ვიეტნამის, რაჯასტანისა და კუბის გადაღებაზე. ის თითქოს თავისი ობიექტების სულს იჭერს და წარმოგვიჩენს. რეჰანი უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო პორტრეტის ფოტოგრაფია მსოფლიოში.



5. Eric Lafforgue

ჩრდილოეთ კორეაში გადაღებული ფოტოებით განთქმულ ერიკ ლაფორგს აქვს ისტორია თითოეული ადამიანისთვის, ვინც გადაიღო. ნამიბიის ტომებიდან დაწყებული ქურთისტანის ეზედებამდე, მისი ზღაპრები მომხიბვლელია და მისი ფოტოები ნამდვილ ემოციებს ასახავს.



6. Manny Librodo

"ფოტოშოპის ოსტატის" მანი ლიბროდოს ფოტოები მხოლოდ ამბავს არ მოგვითხრობს, ისინი ხელოვნების წმინდა ნიმუშებია.



7. Lisa Kristine

ლიზა ქრისტინე არის ალტრუისტი ფოტოგრაფი, რომელიც ასახავს ძირძველ კულტურას 100-ზე მეტ ქვეყანაში და - ადამიანის ღირსებას ყველა ჩვენგანში. იგი ცნობილია თავისი როლით თანამედროვე მონობის გამოვლენაში.




8. David Lazar

ეს არის სულისშემძვრელი ფოტოები, გადაღებული ბრაზილიაში, ბანგლადეშსა და კენიაში. დავით ლაზარი ყოველთვის მისდევს ცხოვრების მომენტებს. Სუბიექტების თვალებში უსაზღვრო სამყარო მოჩანს



9. Joel Santos

ამ პორტრეტებზე აღბეჭდილი აზრიანი სახეები ყველაფერს ამბობს. ჯოელ სანტოსი თავის ფოტოებში სუბიექტების გრძნობებს ავლენს.



10. Phil Borges

ტიბეტელი ლტოლვილების მისი ფოტოები უნიკალურია, ფოტოებიდან იგრძნობა ის გაჭირვება რასასც ეს სუბიექტები განიცდიან.


წყარო

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები