0
მენიუ
banner banner

პროფესია, სადაც სირთულეებთან შეჭიდება და მათი აღმოფხვრა გიწევს - მარიკა კანკიას წარმატების ისტორია

პროფესია, სადაც სირთულეებთან შეჭიდება და მათი აღმოფხვრა გიწევს - მარიკა კანკიას წარმატების ისტორია

არიკა კანკიამ სმარტ აკადემიაში ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს

“ჩემი მიზანი იყო უფრო დეტალურად გავცნობოდი და შემესწავლა, თუ რა გზას გადის ესა თუ ის პროდუქტი, სანამ მომხმარებლამდე მიაღწევს. რა სახის ხარვეზები შეიძლება ახლდეს თან აღნიშნულ პროცესს და როგორ ხდება მათთან გამკლავება”

კურსის განმავლობაში 

კურსის განმავლობაში ვისწავლე, თუ რა თანამედროვე მიდგომები შემიძლია გამოვიყენო ვებსაიტების, მობილური აპლიკაციების და API-ის ტესტირების დროს. განვივითარე ის უნარები, რომლებიც აუცილებლად უნდა გააჩნდეს ამ სფეროში მომუშავე ყველა ადამიანს, იმისთვის, რათა ხარისხიანად და ეფექტურად შეასრულოს დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები.

ლექტორის შესახებ 

ლელა გაბელაიას ლექციები არ იყო მონოტონური და მოსაწყენი. ის მუდმივაც ცდილობდა, თეორიული ნაწილი, შესაბამისი რეალური, პრაქტიკული მაგალითებით გაემყარებინა, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა პროცესს.

კურსის დასრულების შემდეგ 

კურსის გავლის შემდეგ, გადავწყვიტე მიღებული ცოდნა რეალურ გარემოში გამომეყენებინა. საწყის ეტაპზე, სტაჟირების გავლა ვამჯობინე. ასე ვიპოვე და მოვხვდი BDO-ში, რაც ძალიან მახარებს.

პროფესია - ტესტერი

ეს პროფესია იმით არის საინტერესო, რომ მუდმივად სიახლეების მოლოდინში ხარ, გიწევს სირთულეებთან შეჭიდება და მათი აღმოფხვრა.

სმარტ აკადემია 

სმარტ აკადემიის მთელი გუნდის აქცენტი მიმართულია მათი სტუდენტების მაქსიმალურად განვითარებისკენ, საოცრად მეგობრული გარემო კი ამ პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს.

სმარტ აკადემიასთან ჩემი ურთიერთობა დაიწყო პროექტით „პროფესიას არ აქვს გენდერი“, რომელსაც ახორციელებდა ორგანიზაცია მოძრაობა ცვლილებისთვის. ორივე მათგანის როლი ძალიან დიდია ჩემს კარიერულ წინსვლაში, რადგან მათ მომცეს საშუალება, მიმეღო ცოდნა და გამოცდილება შემდგომი განვითარებისთვის.

ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსზე დასარეგისტრირებლად ეწვიე ბმულს.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები