3 პროგრამა, რომელიც NFT სამყაროში თავის დასამკვიდრებლად გამოგადგება
ვიდეოები, ფოტოები, ნახატები - ყველაფერი ციფრული, შესაძლოა NFT ნამუშევრად იქცეს. მათი შექმნა შეუძლიათ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს, რომელთაც გააჩნიათ იდეა და მათ განსახორციელებლად არჩეული განსხვავებული გზა. დღეს იმ პროგრამებზე მოგიყვები, რომელიც ხელმისაწვდომია და რომელთა დახმარებითაც, წარმატებული NFT კოლექციის შექმნაა შესაძლებელი.
Blender
3D NFT იზიდავს ხელოვნების სცენას, თუმცა, საჭიროა იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა განავითარო შენი 3D ნამუშევრები ცალკეული სურათებიდან უფრო დიდ, NFT კოლექციებად. ბლენდერის სცენა იდეალური საშუალება დინამიკურ პროექტებად შექმნა ასობით, ან თუნდაც ათასობით ინდივიდუალური ნამუშევარი.
Blender არის უფასო სამგანზომილებიანი რედაქტორი, რომელსაც სრული სამგანზომილებიანი ფუნქციონალის მხარდაჭერა აქვს. რაც გულისხმობს, რომ მისი საშუალებით, არტისტს შეუძლია მოდელირება, ანიმაცია, სიმულაცია, ძერწვა, რენდერინგი და სხვა. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ყველაფერი ციფრულის NFT ნამუშევრად გარდაქმნაა შესაძლებელი, ხოლო Blender წარმოადგენს პროგრამას, რომელიც მრავალი ტიპის ციფრული პროდუქტის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. მისი მეშვეობით იქმნება როგორც ერთეულოვანი მოდელი, ასევე ისეთი კომპლექსური ნამუშევრები, როგორიცაა ოთახის ინტერიერი. შესაბამისად, შენი NFT კოლექციები Blender-ის დახმარებით შესაძლებელია იყოს მეტად მრავალფეროვანი და პოტენციური მყიდველისათვის საინტერესო.
"3D გრაფიკა - BLENDER-ის საფუძვლების" კურსის გავლა სმარტ აკადემიაში შეგიძლია, რა დროის განმავლობაშიც შენ შეძლებ სამგანზომილებიანი რედაქტორის, Blender-ის გამოყენებით, ობიექტებისა და სცენა-ვიზუალიზაციების აწყობას, ტექსტურირებას და შემდგომ, მათ ციფრული პროდუქტად ქცევას, რაც შესაძლებელია, მის NFT ნამუშევრად ქცევასაც გულისხმობდეს.
კურსზე დასარეგისტრირებლად ეწვიე ბმულს.
Adobe Illustrator
NFT-ის ახალმა ინდუსტრიამ ილუსტრატორებისათვის შესაძლებელი გახადა სათანადო ანაზღაურება მიიღონ შესრულებული სამუშაოებისათვის. ბევრმა მათგანმა უარიც კი თქვა წარსულ საქმიანობებზე და ის დრო, რასაც კონკრეტული მუსიკალური ალბომის, პუბლიკაციის თუ სხვა საქმიანობის შესრულებას ახმარდა, NFT სამყაროს შესწავლას დაუთმო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ილუსტრაციები ჯერ კიდევ არ გადაკვეთილა NFT სივრცესთან იმდენად, რომ მან, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, არსებული სამუშაო ჩაანაცვლოს. თუმცა, როგორც ვარაუდობენ, დაახლოებით 2 წელიწადში, NFT სივრცეში უფრო და უფრო მოთხოვნადი გახდება ილუსტრაციები, რაც არტისტების მიერ მიღებულ შემოსავლებშიც აისახება. ამის მაგალითები უკვე სახეზეც გვაქვს - NFT-ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტრენდს, ტვიტერის პროფილისათვის შექმნილი ილუსტრაციები წარმოადგენს.
NFT სივრცე, რომლისთვის მუშაობაც სტანდარტული საილუსტრაციო ნამუშევრების შექმნისგან განსხვავდება, ილუსტრატორებს ბევრად მეტ აზარტს სთავაზობს, თუმცა ყველა ილუსტრატორმა, რომელიც NFT სივრცეში გეგმავს შებიჯებას, უნდა იცოდეს, რომ არსებული მომხმარებლების ბაზის მცირე ნაწილი გადაყვება NFT სამყაროში. იქ პრაქტიკულად, ყველაფრის თავიდან დაწყება მოგიწევს. მაგალითისათვის, თუ შენ წლები დახარჯე ინსტაგრამზე საკუთარი საილუსტრაციო ნამუშევრებით მიმდევრების მოგროვებაში, ეს შესაძლოა სრულიად უსარგებლო გამოდგეს შენი NFT ნამუშევრების გასაპიარებლად, თუმცა არსებობს ამ ყველაფრის მეორე მხარეც, შენ შეძლებ არსებულ მომხმარებლებს მიამატო ისინი, ვის ყურადღებასაც NFT პროექტებზე მუშაობისას მიიქცევ. ასევე, თუ ჯერ არ გყავს შესაბამისი აუდიტორია, NFT პუბლიკა ამისათვის იდეალური საწყისი შეიძლება იყოს.
Adobe Illustrator ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროგრამაა ილუსტრატორებისათვის. მის შესაძლებლობებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა მასში, სხვა მრავალ ილუსტრაციასთან ერთად, შესაძლებელია გაკეთდეს როგორც ლოგოს დიზაინები, ისე ფილმისა თუ წიგნის ილუსტრაციები. Adobe Illustrator იძლევა შესაძლებლობას, შექმნა მსგავსი სტილის, თუმცა განსხვავებული ილუსტრაციები, რაც NFT სამყაროს სპეციფიკას იდეალურად ერგება.
Adobe Illustrator-ის კურსზე დარეგისტრირება შეგიძლია აქ.
Adobe After Effects
მოუშენ დიზაინერებს დიდი არეალი აქვთ იმისათვის, რომ NFT სივრცე აითვისონ. ჯერ კიდევ ახალ შექმნილ მარკეტზე, მათი უნიკალური, უჩვეულო და შთამბეჭდავი ნამუშევრები პოპულარობით სარგებლობს. მოუშენ ნამუშევრებით, რომლებიც NFT სამყაროს მოთხოვნებს აკმაყოფილებს, არტისტისათვის წარმატების მიღწევის შანსი საკმაოდ დიდია.
NFT-ის საშუალებით, შენ გექნება დიდი შემოქმედებითი თავისუფლება. ის არის საშუალება, უშუალოდ დაუკავშირდე ადამიანებს და მიჰყიდო საკუთარი ნამუშევარი, რაც ყოველდღიურობაში, არც თუ ისე ხშირ შემთხვევას წარმოადგენს. ასევე მუშაობის პროცესში არსებობს შესაძლებლობა კონცენტრირდე საკუთარ კრეატიულობაზე და შექმნა ხელოვნების ნიმუში.
Adobe After Effects გაძლევს შესაძლებლობას მოახდინო 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის დაგეგმვა და ანიმირება. მასში თავმოყრილია ანიმირებისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკა და განსხვავებული სტილის გრაფიკულ ელემენტები. ის მოუშენ დიზაინერს შესაძლებლობას აძლევს შექმნას ციფრული პროდუქტი, რომელიც მომხმარებლისათვის საინტერესო იქნება ისეთ ასპარეზზეც კი, როგორიც NFT სამყაროა.
გაიარე After Effects - Motion Design-ის კურსზე რეგისტრაცია სმარტ აკადემიაში.
ამრიგად, NFT სამყაროში თავის დასამკვიდრებლად სხვადასხვა გზა არსებობს და ამაში თუნდაც ზემოხსენებული აპლიკაციების გამოყენების ცოდნა ნამდვილად დაგეხმარება. მთავარია კარგად გაეცნო NFT სივრცის სპეციფიკას, გაიაზრო მომხმარებელთა მოთხოვნები და შექმნა მათთვის საინტერესო ნამუშევრები. ამ შემთხვევაში შენ ნამდვილად გექნება წარმატების შანსი.