თანამშრომლობაზე უარი არაერთმა სასტუმრომ მითხრა, თუმცა ფარ-ხმალს არ ვყრიდი - პროფესიული განვითარების ისტორია
თუ ყოველდღე წარმოვიდგენთ, რომ ჩვენ მიერ დღეს შესრულებული სამუშაოს ხარისხი განსაზღვრავს იმას, დავრჩებით თუ არა კუთვნილ თანამდებობაზე, ყოველდღე განვვითარდებით, თუმცა უმრავლესობა ამას არ აკეთებს. თაზო ციციშვილი კი მათ შორის არაა, ვინც უბრალოდ იკავებს პოზიციას და განვითარებაზე აღარ ზრუნავს. მისი კარიერა ჯერ კიდევ სტუდენტობისას დაიწყო და კარიერული წინსვლის არაერთი საფეხური გაიარა:
„თსუ-ის ისტორიის მესამე კურსის სტუდენტი ვარ, ამჟამად ვმუშაობ სასტუმრო Hilton Doha-ში, მიწვეული სერვისის ასისტენტის პოზიციაზე.
გზა, რომელიც აქამდე გავიარე, ადვილი ნამდვილად არ იყო… სამოტივაციო წერილების წერა, CV-ების გაგზავნა და გასაუბრებებზე სიარული ჩემს ყოველდღიურობად იქცა. ვიცოდი, რომ ადამიანებთან კომუნიკაცია ჩემი საქმე იყო, მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლობაზე უარი არაერთმა სასტუმრომ მითხრა, ფარ-ხმალს მაინც არ ვყრიდი.
2019 წლისთვის მოვახერხე, მუშაობა დამეწყო „აჭარა ჯგუფში“, შემდეგ იყო სასტუმრო Hilton Garden Inn-ში. სამწუხაროდ, პანდემიის გამო, დაიხურა და შემდეგ სასტუმრო „ამბასადორის“ ქსელში მოვხვდი. მძიმე ეპიდსიტუაციის პერიოდში, Glovo-ში საოპერაციო მენეჯერის ასისტენტადაც ვმუშაობდი. ამჟამად, Hilton Doha-ში მიწვეული სერვისის ასისტენტის პოზიციაზე ვარ".
მიუხედავად ასეთი გამოცდილებისა, თაზომ საჭიროდ ჩათვალა პროფესიული განვითარებისთვის მეტი რესურსი დაეხარჯა და სმარტ აკადემიაში ადამიანური რესურსების მართვის კურსი გაიარა:
„2020 წელს გადავწყვიტე ადამიანური რესურსების მართვა შემესწავლა, რათა შემდგომში ამ კუთხით გამეგრძელებინა მუშაობა.
მიუხედავად იმისა, რომ სწავლება დისტანციურად მიმდინარეობდა, ლექტორმა, სალომე ზირაქაძემ სტუდენტების მოტივირება და მასალის დაწვრილებით გადმოცემა შეძლო.
ვფიქრობ, ეს კურსი იძლევა არა მხოლოდ ცოდნას, როგორ უნდა მართო გარკვეული რესურსი, არამედ გასწავლის, როგორ უნდა იურთიერთო სხვებთან და გაცვალო ცოდნა. ჩემს სფეროში, ინფორმაციის სწორად მიწოდება უმნიშვნელოვანესი რამაა.
აქამდე ადამიანური რესურსები მხოლოდ გასაუბრება და ტრენინგები მეგონა, თუმცა საქმე ასე მარტივად არ ყოფილა. კურსმა მასწავლა, როგორ შევაფასო ჩემი კოლეგების უნარები და დავინახო მათი პოტენციალი. ამას გარდა, სმარტ აკადემიამ მომცა საშუალება განმევითარებინა კომუნიკაციის დამყარების უნარი, რაც დღეს ყოველდღიურ საქმიანობას მიმარტივებს.“
თუ შენც დამწყები ან მოქმედი HR ხარ და ადამიანური რესურსების მართვის სიღრმისეულად სწავლა გინდა, HR მენეჯმენტის კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს აქ.