0
მენიუ
banner banner

პროფესია, რომელიც განვითარების საშუალებას გაძლევს - ლიკა მამულაშვილის წარმატების ისტორია

პროფესია, რომელიც განვითარების საშუალებას გაძლევს - ლიკა მამულაშვილის წარმატების ისტორია

ლიკა მამულაშვილმა სმარტ აკადემიაში ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

“მსურდა ამ სფეროში ღრმა ცოდნის მიღება, რათა შემდგომ დავსაქმებულიყავი და მიმეღწია წარმატებისათვის”

კურსის განმავლობაში 

კურსი სრულიად დაფუძნებული იყო იმ სილაბუსზე, რასაც დასაწყისშივე გავეცანი. კურსის განმავლობაში ყველა თემა იყო დეტალური და გასაგები მაგალითებით ახსნილი, რაც დამეხმარა საკითხის სიღრმისეულად გაგებაში.

ლექტორის შესახებ

ლელა გაბელაია არის მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე კურსის გავლა და მან სრულიად გაამართლა ჩემი იმედები. ლელა ნამდვილად უკონკურენტო, კომპეტენტური და თავისი საქმის პროფესიონალია. 

კურსის დასრულების შემდეგ

კურსის დასრულების შემდეგ, სმარტ აკადემიაში მიღებული ცოდნით, მარტივად გავიარე გასაუბრებები და მქონდა რამდენიმე შეთავაზება, რამაც საშუალება მომცა ამერჩია ჩემთვის სასურველი კომპანია და დავსაქმებულიყავი Flat Rock Technology-ში. 

პროფესია - ტესტერი

ჩემს მიერ არჩეული პროფესია საინტერესო ინდუსტრიის გარშემოა აწყობილი. მომწონს ის რომ მაქვს საშუალება ვიმუშაო განსხვავებულ და საინტერესო პროექტებზე. დღევანდელი გადმოსახედიდან, ტესტერის პოზიცია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია და რაც მთავარია მაძლევს ამ სფეროში განვითარების საშუალებას.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემიამ მომცა საშუალება, რომ გამევლო ჩემთვის სასურველი კურსი და ამ პროცესის განმავლობაში, ყველანაირი საჭირო ინფორმაცია თუ მასალები მიმეღო სწრაფად და შეუფერხებლად, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ყველაფერი მეტყველებს მაღალ ხარისხსა და პროფესიონალიზმზე. ამასთან, სმარტ აკადემიამ მომცა შესაძლებლობა დავსწრებოდი სხვადასხვა საინტერესო ლექციას და მიმეღო მნიშვნელოვანი ინფორმაცია. 

დარეგისტრირდი ციფრული პროდუქტის ტესტირების ჯგუფზე აქ. 


სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები