0
მენიუ
banner banner

6 მაღალანაზღაურებადი პროფესია, რომლითაც დასაქმებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეძლებ

6 მაღალანაზღაურებადი პროფესია, რომლითაც დასაქმებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეძლებ

ზოგჯერ, სწორი პროფესიის პოვნა განძის მაძიებელს გვამსგავსებს. განძი პროფესიაა, შენ კი რიჩარდ ო’კონელი ან ჯეკ ბეღურა. პროფესიის არჩევისას, მნიშვნელოვანია იპოვო საქმე, რომელიც გეყვარება და მუდმივ განვითარებასთან ერთად, ფინანსურადაც უზრუნველგყოფს. 

თანამედროვე სამყაროში, რომელიც გაციფრულების გზას ადგას, ეს არც ისე მარტივი ამბავია. კომპანიებისთვის ჩნდება ისეთი კადრების საჭიროება, რაც ათი წლის წინ, შეიძლება, არც არსებობდა. საბოლოოდ, ბაზარზე ციფრული უნარების მქონე პერსონალზე მოთხოვნა იზრდება. ეს არაა საოფისე საქმიანობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შენი ოთახიდან გაუსვლელად შეგიძლია იმუშაო. 

აქ გაგაცნობთ 6 პროფესიას, რომელიც მაღალანაზღაურებადი, საინტერესო და მრავალფეროვანია:

სოციალური მედია მენეჯერი 

ის შუამავალია კომპანიასა და მის მომხმარებელს შორის. მათზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. თუ კომუნიკაცია შენთვის ზედმეტი ტვირთი არაა და წერაც გამოგდის, დროულად დარეგისტრირდი სმარტ აკადემიის კურსზე „სოციალური მედია - საბაზისო კურსი“.

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სმარტ აკადემიის პარტნიორ კომპანიებთან დასაქმების შანსი გაქვს. არც ის დაგავიწყდეს, რომ ეს პროფესია ერთდროულად რამდენიმე კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას გაძლევს. 

გრაფიკული დიზაინერი

ადამიანზე პირველი შთაბეჭდილება მისი ვიზუალით გვექმნება. იგივეა კომპანიებთან დაკავშირებითაც - ციფრულ სამყაროში მოასპარეზე კომპანიებისთვის მიმზიდველი დიზაინის შექმნა უპირველესი ამოცანაა. სწორედ ამიტომ, გრაფიკული დიზაინის შექმნაში ისინი ათასობით დოლარს ხარჯავენ.

თუ შემოქმედებითი ხედვა გაქვს, ეს საშენო საქმე იქნება. წარმოიდგინე, ფულს კრეატიულობაში გადაგიხდიან! თანაც მერწმუნე, შენი საქმის კეთებისას არასდროს მოიწყენ. ეს პროფესია შენგან მუდმივად განვითარებასა და ახალ იდეებს მოითხოვს. 

გრაფიკული დიზაინერების ნაწილი ფრილანსერია, რაც მათ მეტ თავისუფლებას აძლევს და აქვთ შესძლებლობა ერთდროულად რამდენიმე კომპანიაში იმუშაონ. 


პროდუქტის მარკეტოლოგი

პროდუქტი კომპანიისთვის ის უნიკალური ღირებულებაა, რომელიც მას კონკურენტებისგან განასხვავებს. პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერები პროდუქტს ასტიმულირებენ. მათი პასუხისმგებლობა პროდუქტის იდეიდან იწყება, მისი გაყიდვაში ჩაშვებით გრძელდება და ბოლო მათგანის გაყიდვით სრულდება. 

ნაკლებად ლოგიკური, მაგრამ მხატვრული გზაა, პროდუქტი წარმოვიდგინოთ, როგორც ამბავი, პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერი - როგორც მთარგმნელი. ამ ტიპის თარჯიმნობა ჩვეულებრივი ამბების მთხრობელისგან განსხვავდება, მას სპეციფიკური ცოდნა და უნარები სჭირდება, რასაც სმარტ აკადემიის კურსზე - „პროდუქტის მარკეტინგი“ დეტალურად შეისწავლი.

ციფრული პროექტების მენეჯერი 

დიახ, ციფრულ სამყაროში პროექტებმაც გადაინაცვლა, რითაც პროექტის მენეჯერის საქმიანობამ ახალი მიმართულებები შეიძინა და კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა. გაჩნდა ახალი მიმართულებები, მათ შორის კომპანიებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველად Agile მეთოდოლოგია, კერძოდ, SCRUM Framework ითვლება. თუ ლიდერობა, დაგეგმვა და შედეგით ტკბობა შენთვის სიამოვნებაა, ამ პროფესიაში დიდი თავგადასავალი გელოდება.
დარეგისტრირდი აქ  

მოუშენ დიზაინერი

შესაძლოა, პირველად ანიმაციის შექმნით მაშინ დაინტერესდი, როცა „ტომი და ჯერი“ ან დისნეის რომელიმე ანიმაცია ნახე. ახლა, ალბათ უკვე იცი, რომ მოუშენ დიზაინერის პროფესია იმაზე მრავალფეროვანია, ვიდრე ჯერისა და ტომის ურთიერთობა. მოუშენ დიზაინერის ნამუშევარი ჯერ გონებაში იქმნება, ამგვარი ფანტაზია კი შესრულების ტექნიკას ყოველ ჯერზე ახალ-ახალი გამოწვევის წინაშე აყენებს და წარმოიდგინეთ, როგორი ემოციით ივსება ანიმაციის შემქმნელი, როცა მისი წარმოსახვის ნაყოფს ეკრანზე ხედავს. 

მოუშენ დიზაინერების დასაქმების არეალი მოიცავს როგორც ტელევიზიას, ისე კინოს და კერძო სექტორს. ეს საქმიანობა განსაკუთრებით მაღალანაზღაურებადი კი სარეკლამო ინდუსტრიაში დასაქმებულთათვისაა. 

მოუშენ დიზაინს სმარტ აკადემიაში - After Effects-Motion Design-ის კურსზე შეგასწავლიან, რომლის დასრულების შემდეგ გაქვს შანსი გაიარო სტაჟირება და დასაქმდე სმარტ აკადემიის პარტნიორი კომპანიებიდან ერთ-ერთში.


სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები