0
მენიუ
banner banner

4 მიზეზი, რატომ უნდა ისწავლო HR მენეჯმენტი

4 მიზეზი, რატომ უნდა ისწავლო HR მენეჯმენტი

გიყვარს ხალხთან მუშაობა და იმის უზრუნველყოფა, რომ ყველაფერი ჰქონდეთ თავიანთი თავის მაქსიმალურად წარმოსაჩენად? ხარ ისეთი ადამიანი, რომელსაც მოსწონს სხვების გამხნევება და ფიქრობს გზებზე, რომელიც მათ სამუშაოსა და ცხოვრებას უფრო მარტივს გახდის? მაშინ, ადამიანური რესურსების მართვა, შესაძლოა, იდეალური პროფესია იყოს შენთვის. 

წარმოგიდგენთ 4 მიზეზს, თუ რატომ უნდა ისწავლო HR მენეჯმენტი. 

1. სამუშაოს მრავალფეროვნება 

HR მენეჯმენტის სწავლა გაგიხსნის მრავალ კარს არამხოლოდ აღნიშნულ სფეროში. კლიენტებთან და ხალხთან ურთიერთობების მართვა, უმნიშვნელოვანესი უნარია, რომელსაც შეიძლება დაეუფლო, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთია HR-ის სფეროს იმ ასპექტთაგან, რომლის მორგებაც, ნებისმიერი სამუშაოსთვისაა შესაძლებელი. 

შენ შეიძენ ისეთ სასარგებლო უნარებს, როგორიცაა:

  • ორგანიზების უნარი 

  • საქმეების მართვის უნარი

  • მულტითასქინგის უნარი

  • კომუნიკაციის უნარი 

  • პრეზენტირების უნარი 

2. სამუშაოთი კმაყოფილება 

არსებობს მრავალი რამ, რასაც HR-ის კარიერისგან უნდა ელოდო, მაგრამ სამუშაოთი კმაყოფილება, გამორჩეული მათგანია. იმ საქმით კმაყოფილების სურვილი, რომლის შესრულებაც მოგვიწევს, როგორც წესი, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია სამსახურის არჩევისას. თუნდაც, ჯუნიორ HR-ის პოზიციაზე ყოფნისას, შენ მალევე დაინახავ იმ შედეგს, რომელიც შენს მუშაობას მოჰყვება და გექნება შესაძლებლობა, გაზომო ის დადებითი გავლენა, რომელიც შენს სამუშაო სივრცეზე მოახდინე. გამორჩეულ მომენტებად შეიძლება მოვიაზროთ ვინმესთვის სამსახურებრივი პოზიციის შეთავაზება, დაწინაურება, ხელფასისა და ბენეფიტების გაზრდა, პროცესებისა და პროცედურების გაცნობა სტაფის თავდაჯერებულობის, ენთუზიაზმისა და დისციპლინის უნარის დასაბუსტად. 

3. ადამიანებთან ერთად მუშაობა

HR-ის ხარისხი შესაძლოა იქცეს დიდ პლუსად, თუ შენ გსიამოვნებს ახალ ადამიანებთან შეხვედრა და მათთან ერთად მუშაობა. სწორედ ეს წარმოადგენს HR-ის საქმიანობის უდიდეს ნაწილს. ადამიანის ბუნების კარგად ცოდნა, თავის მხრივ, ძალიან სასარგებლო იქნება შენი კარიერისათვის. ინტერვიუების ტექნიკიდან დაწყებული, კონფლიქტის გადაწყვეტით დასრულებული, შენ გახდები ექსპერტი სტაფის ურთიერთობების მართვისა, აღნიშნული კი შენთან ერთად დარჩება სამსახურისა თუ ცხოვრების ნებისმიერ სტადიაზე. 

4. განვითარების საშუალება 

უამრავი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღება HR დეპარტამენტის მიერ და აუცილებელია, გახსოვდეს, რომ ეს ძალიან საპასუხისმგებლო როლია დასაწყისისათვის. თუ ამ სფეროში თავს კომფორტულად გრძნობ, შენ შეგიძლია ყველაფერს წარმატებით გაართვა თავი და სწრაფად მიაღწიო წარმატებას. სენიორ HR-ის პოზიცია იქნება მაღალანაზღაურებადი, მისი ავტორიტეტულობის გათვალისწინებით, რაც კიდევ ერთი მიზეზია, აღნიშნული დისციპლინის შესასწავლად. 

სად ვისწავლო HR მენეჯმენტი?

თუ ხარ დამწყები ან მოქმედი HR მენეჯერი ან გაინტერესებს ადამიანური რესურსების მართვა, HR მენეჯმენტის სწავლა სმარტ აკადემიაში შეგიძლია. კურსს “ევექსი კლინიკების” პერსონალის შერჩევისა და ორგანიზაციული განვითარების უფროსი - სალომე ზირაქაძე წარუძღვება, რომელიც უკვე წლებია, რაც ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული ტრენინგ-პროგრამების შემუშავებისა და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროცესებშია ჩართული.

მისი თქმით, ემპათია, მზრუნველობა და მოლაპარაკებების უნარი, ის თვისებებია, რომელიც ნებისმიერ HR-ს უნდა ჰქონდეს, თუმცა, ამის გარდა, არის არაერთი უნარი, რომელთა გამომუშავებაც პრაქტიკითაა შესაძლებელი. სწორედ ამის საშუალებას გაძლევს სმარტ აკადემიის კურსი - HR მენეჯმენტი, რომელიც მთლიანად პრაქტიკულ მუშაობაზეა აგებული.

კურსის სტუდენტები, კონკრეტული ორგანიზაციებისთვის შეიმუშავებენ და განავითარებენ HR სისტემებს, ჩამოუყალიბდებათ ფართო ხედვა HR-ის როლისა და  ფუნქციების შესახებ, რაც დაეხმარებათ, ერთი მხრივ ბიზნესის განვითარებასა და წარმატებაში, ხოლო მეორე მხრივ - თანამშრომლებისათვის სამართლიანი და ჯანსაღი გარემოს შექმნაში. 

დარეგისტრირდი HR მენეჯმენტის კურსზე

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები