Starbucks-ის HR სტრატეგიაზე მუშაობამ თავი ამ სფეროს ნაწილად მაგრძნობინა- HR მენეჯმენტის კურსდამთავრებული თავის ფინალურ ნამუშევარზე გვიყვება
რამდენიმე წელია, რაც ადამიანური რესურსების მართვა ჩემი ინტერესის სფეროა, რის გამოც, ამ მიმართულებით კურსების ძიება დავიწყე. მახსოვს, კურსს აღწერაშივე ეწერა, რომ წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სმარტ აკადემია სტაჟირების გავლის საშუალებას და ლექტორისგან რეკომენდაციას მომცემდა. რეალობამ კი მოლოდინს გადააჭარბა, კურსი გაცილებით „მსუყე“ და მოცულობითი აღმოჩნდა. საბოლოო პროექტზე მუშაობისას მივხვდი, რომ შემეძლო სრული HR სტრატეგიის წერა.
დავალება იყო კარგად სტრუქტურირებული და ლოგიკურად თანმიმდევრული. ჯგუფის თითოეულმა წევრმა ავირჩიეთ სასურველი კომპანია, რომლის HR-ებადაც წარმოვიდგინეთ თავი და შევუდექით სრული HR სტრატეგიული პროექტის წერას. პროექტში შევეხეთ ყველაფერს, რაც თეორიულად ლექციებზე ვისწავლეთ. განვსაზღვრეთ კომპანიის დეპარტამენტები (საჭიროების მიხედვით), დავწერეთ სხვადასხვა პოზიციის კანდიდატებისათვის ვაკანსიები, მათი სახელფასო რეინჯები საქართველოს შრომის ბაზრიდან გამომდინარე. ასევე, განვსაზღვრეთ თანამშრომელთა შეფასების, მოტივაციის ამაღლების, განვითარების გზები და მეთოდები. შევადგინეთ სამუშაო აღწერილობები და ვიფიქრეთ თანამშრომელთა მოძიების საუკეთესო გზებზე.
პროექტზე მუშაობისას, ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იმის გაანალიზება იყო, რომ ლექციაზე ნასწავლი თეორიული მასალის პრაქტიკაში გადმოტანა შემეძლო. საინტერესო იყო დამოუკიდებელი მუშაობა, რაც იმას გულისხმობდა, რომ მე მქონდა აბსოლუტური თავისუფლება, მეწერა ის, თუ როგორ ვხედავდი კომპანიის თუ თანამშრომელთა განვითარების გზებს. ლექტორი ამაში არ გვზღუდავდა, მხოლოდ ლოგიკასთან და სამართლიანობასთან მორგებულ უკუკავშირებს გვიბრუნებდა, თუნდაც ხელფასების განსაზღვრის მომენტში. თუ შერჩევის მიმართულება გაინტერესებთ, პროექტის წერისას ყველაზე სასიამოვნო და საინტერესო იმაზე ფიქრია, სად ეძიოთ საუკეთესო კანდიდატი, სანაცნობოში თუ სოციალურ ქსელში.
ფინალურ დავალებაზე მუშაობა თავის მხრივ მოითხოვდა, რომ ლექციებზე მიღებული თეორიული ცოდნა სრულად გამოგვეყენებინა. როგორც უკვე აღვნიშნე, შევეხეთ ყველა იმ საკითხს, რაზე ფიქრიც კომპანიის HR-ს უწევს, იქნება ეს ფეიროლის მიმართულება (ხელფასების განსაზღვრა) თუ თანამშრომელთა მოტივაციის ზრდა.
სამუშაოდ, ჩემთვის ყველაზე გემრიელი კომპანია, Starbucks ავირჩიე. წარმოვიდგინე, რომ ეს კომპანია საქართველოში შემოდის, მე კი მისი HR მენეჯერი ვარ. განვსაზღვრე კომპანიის ლოკაცია, მისი ცნობადობის გაზრდის საშუალებები, დეპარტამენტები, ასევე თანამშრომელთა პოზიციები. ვიფიქრე მათი მოძიებისა და ვაკანსიების გავრცელების გზებზე, შევადგინე სამუშაო აღწერილობები შესაბამისი პოზიციებისთვის, ასევე პროექტშივე გავწერე თანამშრომელთა განვითარებისა და შეფასების მეთოდები.
ჩემთვის ადამიანური რესურსების მართვა, კურსის გავლის შემდეგ უფრო მიმზიდველი გახდა. Starbucks-ის HR სტრატეგიაზე მუშაობამ თავი ამ სფეროს ნაწილად მაგრძნობინა.
თქვენ თუ იცოდით, რომ Starbucks-ის ბარისტები პირველი კლასის ესპრესოს 17 წამში ამზადებენ?
HR მენეჯმენტის კურსი იწყება 10 იანვარს, შემოგვიერთდი ახალ ნაკადში.