0
მენიუ
banner banner

ბრენდები და ფერები: ცნობილი კომპანიების ფერებს ამოფარებული ფსიქოლოგიური გავლენები

ბრენდები და ფერები: ცნობილი კომპანიების ფერებს ამოფარებული ფსიქოლოგიური გავლენები

ფერი ყველგან გვხვდება და მისი ინტერპრეტაციის გზა შეიძლება კლასიფიცირდეს საკმაოდ მკაფიოდ განსაზღვრულ სფეროებში. იცოდი, რომ წითელს შეუძლია აღგაფრთოვანოს, ხოლო ლურჯი დამამშვიდებლად არის მიჩნეული? შავი სუნთქავს დახვეწილობის ჰაერს, ხოლო ნათელი ყვითელი მხიარულებას ასხივებს. ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, იმაზე ფიქრი, თუ რა გავლენას ახდენს ფერი ადამიანზე და რა მნიშვნელობა აქვს ბრენდისთვის ლოგოს ფერს.

ბრენდის ლოგო არის მისი დიზაინის ძირითადი ელემენტი, რომელიც მოქმედებს როგორც კომპანიის ვიზუალური წარმომადგენელი და მისი მთავარი ღირებულება. ლოგოს მომზადებისას, ბევრი რამის გათვალისწინება გვიწევს, მაგრამ მათგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ფერი. შეიძლება არაორდინალური იყოს მხატვრული გადაწყვეტილება, მაგრამ ფერი, რომელსაც ირჩევ, სერიოზულ ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს.

კვლევაში, სახელწოდებით „ფერის გავლენა მარკეტინგზე“ ნათქვამია, რომ ადამიანები პროდუქტების შესახებ ქვეცნობიერად აკეთებენ გადაწყვეტილებას, მისი ნახვის პირველი 90 წამის განმავლობაში. ამ ადამიანების უმრავლესობა პროდუქტებს მხოლოდ ფერით აფასებს: მომხმარებელთა თითქმის 85% ფერს მიიჩნევს ყიდვის ძირითად მიზეზად, ხოლო ადამიანების 80% თვლის, რომ ფერი ზრდის ბრენდის ცნობადობას. 

ასე რომ, თუ შენი საყვარელი ფერია მწვანე და გინდა, რომ ის შენი ბრენდის მთავარ ფერად აქციო, უნდა იცოდე, რა გავლენას მოახდენს ის შენს მომხმარებელზე. 

ქვემოთ მოყვანილია 7 ბრენდის მაგალითი იმის საჩვენებლად, თუ როგორ გამოიყენეს ფერების ფსიქოლოგია თავიანთ სასარგებლოდ: 

წითელი 

ძლიერი ფერია, ეს არის სიყვარულისა და ბრაზის ფერი, რომელიც გვაჩვენებს ძალას, ვნებას და ქმედებას. წითელი ფერი ადამიანებს მოუწოდებს გარისკვისკენ. ის მოითხოვს თქვენს ყურადღებას და ზრდის აგრესიის გრძნობებს.

საცალო მოვაჭრეები, როგორიცაა Target, იყენებენ წითელს, რათა გააჩინონ გადაუდებლობის გრძნობა და უბიძგონ პროდუქტის შეძენისკენ.

მარკეტინგული კომპანია Performable A/B წითელი ფერის ენერგიას კონვერტაციის გასაუმჯობესებლად იყენებს. თავდაპირველად, ზარის განხორციელების ღილაკების ფერი მწვანე იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ მისი წითლით ჩანაცვლებამ კონვერტაციის 21%-იანი ზრდა გამოიწვია. 

ყვითელი 

ნათელი, მზისფერი ყვითელი იპყრობს ყურადღებას: ეს არის ფერი, რომელიც არ დარჩება იგნორირებული. ის ასოცირდება სიხარულთან, ბედნიერებასთან და დიდ ენერგიასთან, რაც წაახალისებს გონებრივ აქტივობას და გაგამხნევებს. დავაკვირდეთ ბრენდებს, რომლებიც იყენებენ ყვითელს - ისინი ბედნიერები, მხიარულები და ცოცხლები არიან.

მაკდონალდსის ოქროს თაღები ბავშვებისთვის მეგობრული, სახალისოა. Denny's-ს აქვს ნათელი ყვითელი ლოგო, ბედნიერი ოჯახების შთამაგონებელი სურათები, რომლებიც მიირთმევენ საუზმეს მზიანი ცის ქვეშ. 

ლურჯი

ლურჯი ამშვიდებს, ამცირებს არტერიულ წნევას, ამაღლებს ნდობის, უსაფრთხოების, წესრიგისა და სიმშვიდის განცდას. ის არის ყველაზე ხშირად დასახელებული საყვარელი ფერი როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის. ზოგიერთი ტესტი აჩვენებს, რომ ადამიანები ყველაზე პროდუქტიული არიან ცისფერ ოთახებში და თქვენ ნახავთ ბევრ კომპანიას, რომლებსაც ამ ფერის ოფისები აქვს. 

ტექნოლოგიური ბრენდები, როგორიცაა Intel-ი და Dell-ი, იყენებენ ლურჯს, რათა ხაზი გაუსვან მათ უსაფრთხოებასა და საიმედოობას. ამავე მიზეზით, ლურჯი ფერი ხშირად დომინირებს ავტომწარმოებელი კომპანიების ლოგოებში. 

იისფერი

კეთილშობილებისა და მეფეების ფერი – ასე უწოდებენ იისფერს. ამიტომაცაა, რომ ეს ფერი ისტორიაში სიმდიდრისა და ფუფუნების გვერდით ხშირად გვხვდება. ის ასევე ფანტასტიკის სიბრძნის, კრეატიულობისა და წარმოსახვის ფერად ითვლება.

კომპანია Hallmark-ი, ლოზუნგით „როცა ზრუნავ საუკეთესოს გაგზავნაზე", იისფერს იყენებს სიდიადისა და ფუფუნების სიმბოლოდ. იგი ტოვებს ფინანსური მდგრადობისა და ბრწყინვალების შთაბეჭდილებას, რასაც აძლიერებს ლოგოზე დატანილი გვირგვინი. 

ნარინჯისფერი

ნარინჯისფერი ახალგაზრდული ენთუზიაზმის შუქურაა. ის ცოცხალია და მისი ენერგია საუკეთესოდ შეეფერება იმ კომპანიებს, რომლებიც ახალგაზრდა (ან გულით ახალგაზრდა) ჯგუფის მოზიდვას ცდილობენ.

კომპანია Nickelodeon-ის ნათელი ნარინჯისფერი ლოგო გამოირჩევა ბევრი ლოგოებიდანაც კი, რაც ხაზს უსვამს მის გამჭვირვალე, გულწრფელ სულს. 

მწვანე 

ითვლება გამაახალგაზრდავებელ და ბუნებრიობის სიმბოლოდ. პოპულარულია იმ კომპანიებში, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამცველები არიან. 

John Deere და Girl Scouts – ორივე კომპანიის დომინანტი ფერია მწვანე, რითაც ხალხს შეახსენებენ, რომ მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი დედამიწასთან. 

შავი 

კლასიკური და დახვეწილი – ეს ყველამ ვიცით. ლოგოში მისი გამოყენებით ამბობ, რომ შენც ამ სიმაღლეზე ხარ. BBC-ის მინიმალისტური ლოგო ბრენდის ავტორიტეტულობას განამტკიცებს.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები