0
მენიუ
banner banner

რა იწინასწარმეტყველა ბილ გეიტსმა კონტენტის შესახებ?

რა იწინასწარმეტყველა ბილ გეიტსმა კონტენტის შესახებ?

რამდენად მნიშვნელოვანია კონტენტ მარკეტინგი? ალბათ, ამ შეკითხვას ბილ გეიტსს 20 წლის წინ დაუსვამდით, თუმცა მან ჯერ კიდევ 1996 წელს დაწერა ესსე სახელწოდებით „კონტენტი მეფეა“. სავარაუდოდ, სწორედ აქედან შემორჩა კონტენტს ეს რეგალია. მან იწინასწარმეტყველა, რომ ეს იარაღი ყოველთვის იქნება იქ, სადაც ბევრი ფულის გამომუშავება შეიძლება. მისი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ გავრცელება უმცირესი ბიუჯეტით შეიძლება. 

ჩვენ ახლა სწორედ იქ ვართ, რასაც გეიტსი ამბობდა. მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ კონტენტს იმავე მასშტაბებით იყენებ, რასაც ის გულისხმობდა?

კონტენტ მარკეტინგი მხოლოდ ბლოგ პოსტები აღარ არის. ეს გულისხმობს ტექსტის SEO-ზე მორგებას, სოციალური მედიის, ავტომატიზაციისა და გავრცელების გზების მაქსიმალურად გამოყენებას.

აი, რას წერდა კონტენტზე გეიტსი: 

„კონტენტი არის იქ, სადაც ველოდები, რომ ყველაზე მეტი ფულის გამომუშავება შეიძლება, როგორც ინტერნეტში, ისე მაუწყებლობაში.

სატელევიზიო რევოლუციამ, რომელიც დაიწყო ნახევარი საუკუნის წინ, წარმოშვა მრავალი ინდუსტრია, მათ შორის, ტელევიზორების წარმოება, მაგრამ გრძელვადიანი პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, გამარჯვებულები აღმოჩნდნენ ისინი, ვინც ეს საშუალება ინფორმაციის გასავრცელებლად და გასართობად გამოიყენა.

დაბეჭდილ ჟურნალებს ჰყავთ მკითხველი, რომლებსაც საერთო ინტერესები აქვთ. ადვილი წარმოსადგენია, რომ ამ საკითხების განხილვა ონლაინ გამოცემებშიც შეიძლება. 

მაგრამ იმისათვის, რომ ჟურნალი წარმატებული იყოს ინტერნეტშიც კონტენტის ელექტრონულ სივრცეში გადატანა საკმარისი არაა. ბეჭდური მედია არ არის ისეთი სიღრმისეული ან ინტერაქტიური, როგორც ონლაინ მედია. 

თუ ხალხი ეჩვევა კომპიუტერის ჩართვას საკითხავად, მათ იქ მართლა საჭირო ინფორმაცია უნდა დახვდეთ. მათ უნდა ჰქონდეთ აუდიო და ვიდეო მასალაც. სჭირდებათ ჩარევის შესაძლებლობა, (ეს შეიძლება იყოს როგორც კომენტარი, ისე შეკითხვა ავტორთან), ეს კი გაცილებით მეტია, ვიდრე ბეჭდური მედია.

როდესაც საქმე ეხება ისეთ ინტერაქტიურ ქსელს, როგორიცაა ინტერნეტი, „კონტენტის“ განმარტება ძალიან ფართო ხდება. მაგალითად, კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფა არის კონტენტის უმნიშვნელოვანესი ნაწილი და Microsoft-ისთვის ასეთად დარჩება. 

ინტერნეტის ერთ-ერთი საინტერესო რამ არის ის, რომ ყველას, ვისაც აქვს კომპიუტერი და მოდემი, შეუძლია გამოაქვეყნოს ნებისმიერი ინფორმაცია, რისი შექმნაც შეუძლია. გარკვეული გაგებით, ინტერნეტი არის ქსეროქსის მულტიმედიური ეკვივალენტი. ეს მასალის დაბალ ფასად დუბლირების შესაძლებლობას იძლევა, არ აქვს მნიშვნელობა აუდიტორიის ზომას.

შეიქმნება მექანიზმები, რომლებიც კონტენტის პროვაიდერებს საშუალებას მისცემს ინფორმაციისთვის გადაიხადონ მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ცენტი. ეს ტექნოლოგია გაათავისუფლებს გამომცემლებს მცირე თანხის გადახდის მიზნით, ფართო აუდიტორიის მოზიდვის იმედით“, - წერდა გეიტსი 1996 წელს.

გაინტერესებს, კრეატიული კონტენტის შექმნის სტრატეგიები? მაშინ შემოგვიერთდი კურსზე: სოციალური მედია მარკეტინგი

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები