0
მენიუ
banner banner

10 რამ, რაც ნებისმიერმა მენეჯერმა სოციალური მედიის შესაძლებლობებზე უნდა იცოდეს

10 რამ, რაც ნებისმიერმა მენეჯერმა სოციალური მედიის შესაძლებლობებზე უნდა იცოდეს

წარმოიდგინეთ, გჭირდებათ მომსახურება, ფიქრობთ, მიმართოთ ერთ-ერთ კომპანიას და აღმოაჩინეთ, რომ მას ფეისბუქ ფეიჯიც კი არ აქვს. რა რეაქცია გექნებათ? ალბათ, იტყვით ზუსტად ასე  - „ფეიჯიც კი არ აქვს“ და ცივად ჩახურავთ ყველა ბმულს. 

ჩვენს დროში, კომპანია სოციალური მედიის გარეშე წარუმატებლობისთვისაა განწირული. მიუხედავად ამ ამბიციური ფრაზისა, ძალიან ცოტაა ისეთი, რომელიც სოციალური ქსელების შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებს. 

გარდა იმისა, რომ სოციალური მედიის მიზანი პოტენციური კლიენტებისთვის საკუთარი პროდუქტის გაცნობაა, ის ვირტუალურ სამყაროში კომპანიის წარმომადგენელია. 

აქ სოციალური მედიის მხოლოდ 10 სარგებელს გაგიზიარებთ. 

1. ცნობადობის გაზრდა

სოციალურ ქსელებს მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით, ნახევარი იყენებს. 

2. ბრენდის შექმნა

ბრენდინგის მიზანი არა მხოლოდ ცნობადობის ზრდა, არამედ მისი რეპუტაციისა და იმიჯის შექმნაა. სწორად შერჩეული სახელის, ლოგოსა და სლოგანის მეშვეობით იდენტიფიკაცია ხდება იმ კომპანიასთან, რომელსაც ბრენდი ეკუთვნის. 

3. ბრენდის ჰუმანიზაცია

Trinity Mirror Solutions–ის მიერ დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებელთა ნახევარზე მეტი არ ენდობა ბრენდს, სანამ არ ნახავს „რეალურ მტკიცებულებას“, იმისას, რომ ბრენდი დანაპირებს ასრულებს.

მომხმარებელთან კომუნიკაციისას, კომპანიამ უნდა აჩვენოს ადამიანური მხარე - კომპანიის ღირებულებები, დამკვეთის ინტერესებზე ზრუნვა და პროდუქტის ხარისხი... 

რეალური ადამიანური ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობა სოციალური მედიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. 

4. თუ სოციალურ ქსელებში ხარ, შენი მომხმარებლის გონებაში ყოფნაც შეგიძლია

სოციალური მედიის მომხმარებელთა უმეტესობა თავის ანგარიშებს დღეში რამდენჯერმე ამოწმებს. კომპანიას კი ყოველ ჯერზე აქვს შანსი, საკუთარი მომხმარებლის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეს. 

5. ვებგვერდის ტრეფიკის გაზრდა

სოციალური მედიის შეტყობინებები და რეკლამები მომხმარებელს თქვენი ვებგვერდისკენ გზას მიასწავლის. 

6. გაყიდვების ზრდა

მნიშნელობა არ აქვს, რას ყიდი, სოციალური ქსელები ამაში მნიშნელოვნად დაგეხმარება. 

7. თქვენი ცოდნის წარმოჩენა და თქვენი ციფრული არხების პოპულარიზაცია

სოციალურ ქსელებში საინტერესო, სასარგებლო კონტენტის შექმნით, რომელიც ახლოსაა კომპანიის საქმიანობასთან, მომხმარებელს აჩვენებთ, რომ თქვენი საქმის ნამდვილი პროფესიონალი ხართ, გაქვთ ცოდნა და გამოცდილება. მსგავს სასარგებლო ინფორმაციას თვითგავრცელების უნარი აქვს. პოსტების  გაზიარებებით კი თქვენი ფეიჯის პოპულარობაც გაიზრდება. . 

8. კრიზისული კომუნიკაცია

როცა ფილადელფიაში, სტარბაქსის მაღაზიაში ორი ფერადკანიანი დააკავეს, სტარბაქსის ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ბოდიშის წერილი, ჰეშთეგით - #BoycottStarbucks. Ამ ჰეშთეგს 3 დღეში 100 000-ზე მეტი გაზიარება ჰქონდა. Ამის შემდეგ სტარბაქსმა კიდევ რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, იმის შესახებ, რომ დახურავდა ყველა იმ მაღაზიას, სადაც რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი გამოვლინდებოდა. 

Აშკარაა, მათ წინასწარ ჰქონდათ გეგმა, თუ როგორ მოიქცეოდნენ კრიზისულ სიტუაციაში - გააკეთებდნენ რეაგირებას სოციალურ ქსელში თუ ფაქტს უყურადღებოდ დატოვებდნენ. 

9. მომხმარებლისა და აუდიტორიის ჩართულობა

ტრადიციული მედიისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ ცალმხრივ კომუნიკაციას გვთავაზობს, სოციალური მედია უკუკავშირის საშუალებასაც იძლევა.  Უპასუხეთ კომენტარებს, ჩაატარეთ გამოკითხვები...

10. მომხმარებლის გაცნობა

სოციალური მედია თქვენი მომხმარებლის შესახებ უზარმაზარ მონაცემებს გაწვდით. მისი გამოყენება  ბიზნესის უფრო ჭკვიანურად დაგეგმვაში დაგეხმარებათ. 

ეს მცირედია იმ სარგებლისა, რასაც სოციალური მედია მოგცემთ. ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ კომპანიები თავიანთი თანამშრომლების გადამზადებასა და მათთვის ციფრული უნარების გაუმჯობესებაში დიდ ფინანსებს ხარჯავენ. 

თუ ფიქრობ, რომ ამ მხრივ ცოდნის ამაღლება  შენი გუნდის წევრსაც სჭირდება, იცოდე, რომ სმარტ აკადემიაში „სოციალური მედიის საბაზისო კურსზე“ კორპორატიული ფასდაკლება გელოდება. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს ყველა ის უნარი ექნება, რაც კომპანიის ციფრული არხების მართვისთვის დასჭირდება. ის შეძლებს გაზარდოს კომპანიის ხილვადობა სოციალურ ქსელებში, შექმნას სტრატეგია და გამოიმუშაოს ანალიზის უნარი. 

კურსზე მიღება უკვე გამოცხადებულია. 

რეგისტრაციისთვის გადადი ბმულზე აქ

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები