0
მენიუ
banner banner

5 მიზეზი, რატომ არის IT ინდუსტრია საუკეთესო კარიერული არჩევანი

5 მიზეზი, რატომ არის IT ინდუსტრია საუკეთესო კარიერული არჩევანი

 

რეალურ და ციფრულ სამყაროებს შორის მანძილი ყოველდღიურად მცირდება, კავშირი კი მყარდება. ასეთად მსოფლიოს ტექნოლოგიური სფერო აქცევს. თანამედროვე სამყაროში, ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპერტები ახალი პროდუქტის შეთავაზებით თუ არსებულის ყოველდღიურად გაუმჯობესებით წინსვლას გვაიძულებენ. 

ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფერო მრავალფეროვანია და მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავებას, ინფორმაციის უსაფრთხოებას... საბოლოოდ, ყველა დარგი, რაზეც პირდაპირ თუ ირიბად ვართ დამოკიდებულნი, ჯანდაცვიდან და განათლებამდე, ჩართულია ტექნოლოგიებში.

3 ოქტომბერი, Techies day

IT მჭიდროდაა შეჭიდული ჩვენს ყოველდღიურობასთან და გასაკვირი არაა, რომ აშშ-ში ტექნოლოგების დღეც (Techies day)  კი არსებობს. პირველად 1999 წლის 5 ოქტომბერს აღინიშნა. უცნობია, რატომ ან როდის შეიცვალა იგი 3 ოქტომბრით. მისი მიზანია, სფეროს დაფასება, ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლება და იმ უზარმაზარი შესაძლებლობების გაზიარება, რაც ამ ყველაფრის ირგვლივ ერთიანდება. 

როგორც უცხოურ მედიაში ვკითხულობთ,, ყოველი წლის 3 ოქტომბერს ამერიკელები სკოლის მოსწავლეებს მოუწოდებენ, გაეცნონ ციფრულ სამყაროს და კარიერა მოწინავე ტექნოლოგიურ სფეროში განავითარონ. 

ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრია არა მარტო ამერიკაში, არამედ მსოფლიოში და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია, რომელიც კარიერული განვითარების მრავალმხრივ პერსპექტივებს გვთავაზობს. IT ინდუსტრია ნებისმიერ სფეროში სწრაფად დასაქმებისა და მაღალი ანაზღაურების შესაძლებლობაა.

რატომ უნდა ისწავლო IT?

თუ ახალი გამოწვევებისთვის მზად ხარ, გაგიზიარებ კიდევ 5 მიზეზს, თუ რატომ უნდა დაიწყო კარიერა IT მიმართულებით:

1. სწრაფად დასაქმების შესაძლებლობა

IT პროფესიონალებს კომპანიები სანთლით ეძებენ, რადგან მოთხოვნა მაღალია. ამ უფსკრულის შესავსებად კი საკმარისი კვალიფიცირებული პერსონალი არ გვყავს და ეს ტენდენცია იზრდება. ამასთან ერთად, ფართოვდება იმ სფეროების რიცხვი, რომელთაც IT-ს სპეციალისტები სჭირდებათ.

მოსალოდნელია, რომ  2021 წლის ბოლომდე ტექნოლოგიური ინდუსტრია 5 ტრილიონი დოლარის საბაზრო ღირებულებას მიაღწევს 

მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ სერტიფიცირებულ პროფესიონალებს შეუძლიათ ადვილად იპოვონ სამუშაო, უმაღლესი განათლების გარეშეც კი. 

2. მრავალფეროვანი კარიერული შესაძლებლობა

საინფორმაციო ტექნოლოგიები არ არის იზოლირებული ინდუსტრია. ის ფარავს თითქმის ყველა სექტორს, ჯანდაცვიდან სოფლის მეურნეობამდე, რაც მრავალმხრივი კარიერული განვითარების შესაძლებლობას იძლევა. ციფრული ტრანსფორმაცია იწვევს ცვლილებებს ბიზნესის ყველა სფეროში. 

Gartner Hype Cycle– ის მიხედვით, IT სფეროში ჩნდება, სულ მცირე 30 ახალი მიმართულება, რომელიც შემდეგი 3-8 წლის განმავლობაში სრულიად დაინერგება. ასე რომ, ტექნიკოსები დიდი არჩევანის წინაშე აღმოჩნდებიან. 

3. მარტივი კარიერული ზრდა

ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად ვითარდებიან IT პროფესიონალებიც. პროფესიული განვითარება, ტექნოლოგიური სიახლეების გაცნობა და მისთვის ფეხის აწყობა მათი სამუშაოს ნაწილია. კარიერის პირველ საფეხურზე მყოფს მენეჯერულ პოზიციამდე სულ რამდენიმე წელი აშორებს. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ კომპანიები საქმის პროფესიონალებს და მოტივირებული IT სპეციალისტებად სათანადოდ აფასებენ. 

4. მაღალი ანაზღაურება

IT პროფესიონალებს აფასებენ თავიანთი უნიკალური უნარ-ჩვევებით. ეს მათ ნებისმიერ სფეროში ფასდაუდებელ აქტივად აქცევს. ასე რომ, როდესაც საქმე მათ ანაზღაურებას ეხება, ის მკვეთრად აღემატება სხვა სფეროების საშუალო ხელფასს, დაბალი ან დამწყები პოზიციებისთვისაც კი. 

5. ხელმისაწვდომი განათლება

IT ინდუსტრიის ნებისმიერი მიმართულება უნიკალურ უნარებს მოითხოვს. ვაკანსიაზე წარსადგენად შენ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი არ გჭირდება, თუმცა მოგიწევს იმ უნარების დემონსტრირება, რაც გარკვეული გამოცდილების მტკიცებულებად გამოდგება. 

Acilearning-ის ვრცელი ანალიზის მიხედვით, სწავლის იაფიან და სწრაფ გზად სასერტიფიკაციო სასწავლო პროგრამები ითვლება. ნებისმიერ შემთხვევაში, ვისაც აქვს სურვილი და მოტივაცია, კარიერა IT სფეროში დაიწყოს,  ეს სწრაფად მიღწევადია, მაშინაც კი, თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ. მთავარია განსაზღვრო, რომელი მიმართულება აკმაყოფილებს შენს მოთხოვნებს. სხვა შემთხვევაში არასწორ ადგილზე მოხვედრამ შესაძლოა სრულიად დაგიკარგოს ინტერესი IT-ის მიმართ. 

შეცდომის თავიდან ასაცილებლად, სმარტ აკადემია გთავაზობს კურსს – შესავალი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, რომლის დასრულების შემდეგ ზუსტად გეცოდინება, რა კუთხით გინდა განვითარება. კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს ზოგადი ცოდნა ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინფორმაციული სისტემების, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით.  მიღებული საბაზისო ცოდნა და უნარები დაგეხმარება დაგეგმო კარიერა ტექნოლოგიების სფეროში და მარტივად დაძლიო ამ მიმართულების სხვა კურსები.


მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები