Რა არის Python და რატომ უნდა ისწავლო ის? - გაიგე მეტი პროგრამირების ყველაზე პოპულარული ენის შესახებ
რა არის პაითონი, რა უპირატესობები აქვს მას?
პაითონი პროგრამირების ენაა, რომლითაც შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის პროგრამების შექმნა.
იგი მარტივად აღქმადია და შედარებით სწრაფად შეიძლება მისი ნულიდან ათვისება. ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგანაც ამ ენის სწავლით შესაძლებელი ხდება სხვადასხვა IT მიმართულებით კარიერული წინსვლა: WEB, სისტემური ადმინისტრირება, DevOps ავტომატიზაცია, ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა ანალიზი, მიკროკომპიუტერების მართვა და მრავალი სხვა.
საქართველოში, რამდენად მოთხოვნადია და თქვენი ვარაუდით, რა მომავალი აქვს მას?
საქართველოში (და არამარტო) დღესდღეობით ძალზედ დეფიციტურია პროფესიონალი დეველოპერები. ძლიერ დეველოპერს უამრავი კომპანია ეძებს და ხშირად, პროფესიონალ დეველოპერებს უწევთ რამდენიმე სამუშაო ადგილის პარალელურად შეთავსება მაღალი დონის კადრების ნაკლებობის გამო.
მომავლის გათვლა რთულია, მაგრამ პითონის განვითარებისთვის და მოთხოვნისთვის რაიმე შემაფერხებელი ფაქტორი ჯერ არ იკვეთება.
რას მოიცავს პაითონის საბაზისო კურსი?
პითონის საბაზისო კურსი მოიაზრებს მსმენელისთვის პროგრამირების ფუნდამენტური ცნებების ახსნა-ათვისებას, რაც მათ გამოადგებათ არამხოლოდ პაითონის, არამედ სხვა პროგრამირების ენებშიც.
ვისთვისაა განკუთვნილი?
კურსი განკუთვნილია დამწყებთათვის, მათთვის, ვისაც სურს პროგრამირების ფუნდამენტური ცოდნის გადამეორება-გახსენება. Python კურსის გავლის შემდეგ მსმენელები შეიძენენ ცოდნას პროგრამირების ძირითადი კონცეფციების შესახებ და შეეძლებათ მარტივი და საშუალო სირთულის პროგრამების დაწერა, ასევე სხვისი დაწერილი მარტივი და საშუალო სირთულის კოდის გარჩევა.
დღეს პაითონის შემსწავლელი არაერთი კურსია, რა გამოარჩევს სმარტ აკადემიის კურსს სხვებისგან?
ამა თუ იმ კურსს გამოარჩევს არამარტო კონტენტი, არამედ ის თუ ვის და როგორ მიჰყავს კურსი.
მსმენელები მიიღებენ ლექტორის გამოცდილებიდან მიღებულ მეთოდოლოგიურ ცოდნას. ისინი გაეცნობიან დაპროგრამებისთვის აუცილებელ მსჯელობის უნარებს, რაც წიგნებსა თუ ვიდეოკურსებში პირდაპირი სახით არ მოიპოვება და შეძენადია მხოლოდ რეალურ პროექტებთან მუშაობისას დაგროვებული გამოცდილებით.
Python-ის საბაზისო კურსზე რეგისტრაცია კვლავ მიმდინარეობს, შემოგვიერთდი და გახდი მოთხოვნადი თანამედროვე შრომის ბაზარზე.